ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტი
ერთობლივი და ორმაგი ხარისხის პროგრამები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ახორციელებს ერთობლივ და ორმაგი ხარისხის პროგრამებს სამივე საფეხურზე.
Bachelor of Science in Civil Engineering
- ერთობლივი საბაკალავრო პროგრამა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან (აშშ)
- პროგრამის დასრულების შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომთან ერთად გაიცემა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომი
- ამ ერთობლივი პროგრამის გარდა საინჟინრო მიმართულებით უნივერსიტეტი სხვა ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებსაც ახორციელებს, მათ შორის უკვე ABET აკრედიტებული კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამას, ხოლო 3 სხვა პროგრამის აკრედიტაცია 2026 წელს არის დაგეგმილი.
Master of Business Administration / Master of Arts in Business
- ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა ბურგენლანდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან (ავსტრია)
- პროგრამის კურსდამთავრებულები ილიას სახეწლმწიფო უნივერსიტეტისგან მიიღებენ MBA დიპლომს, ხოლო ბურგენლანდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტისგან MA in Business დიპლომს
- პროგრამა 2018 წლიდან ხორციელდება და ამ დრომდე 35-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს
Master of Atmospheric and Near Space Sciences
- ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა კლერმონ ოვერნის უნივერსიტეტთან (საფრანგეთი) და იოჰან გუტენბერგის მაინცის უნივერსიტეტთან (გერმანია)
- გაიცემა ორი დიპლომი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კლერმონ ოვერნის ან იოჰან გუტენბერგის მაინცის უნივერსიტეტის დიპლომი
- პროგრამა ითვალისწინებს პარტნიორ უნივერისტეტში 2 სემესტრით სწავლას და სამაგისტრო ნაშრომის ერთობლივ ხელმძღვანელობას
- Erasmus Mundus ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა ტარტუს უნივერსიტეტსა (ესტონეთი) და გლაზგოს უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი)
- ილიაუნი ერთადერთი ქართული უნივერსიტეტია სრული პარტნიორის სტატუსით Erasmus მუნდუსის კონსორციუმებში და ამ პროგრამის ფარგლებში 2017 წლიდან გასცემს დიპლომს კავკასიის კვლევების სპეციალიზაციით
- პროგრამის დასრულების შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომთან ერთად გაიცემა გლაზგოსა და ტარტუს უნივერსიტეტების ერთობლივი დიპლომი
Lehmann-Haupt International Doctoral Program (LHIDP)
- ლემან ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის ფარგლებში უნივერსიტეტი ახორციელებს 9 მიმართულების ორმაგი ხარისხის სადოქტორო პროგრამას გიოტინგენის უნივერსიტეტთან (გერმანია).
- ფილოლოგიის, ისტორიის, პოლიტიკის მეცნიერების, რელიგიური და კულტურული კვლევების, განვითარების ეკონომიკის, ეკოლოგიის, ქიმიური ბიოლოგის, ფიზიკისა და კოსმოლოგიის მიმართულებით ერთობლივი ხელმძღვანელობის კუტუტელ შეთანხმების ფარგლებში კურსდამთავრებულები იღებენ ორ დიპლომს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გიოტინგენის უნივერსიტეტისგან. პროგრამა ფოლკსვაგენისა და რუსთაველის ფონდების ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
International Interdisciplinary Structured Doctoral Program “Democracy, Human Rights and Religion”
- ორმაგი ხარისხის თანამშრომლობა სადოქტორო დონეზე მიუნსტერის უნივერსიტეტთან (გერმანია)
- ერთობლივი ხელმძღვანელობის კუტუტელ შეთანხმების ფარგლებში კურსდამთავრებულები იღებენ ორ დიპლომს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მიუნსტერის უნივერსიტეტის დიპლომი
- პროგრამა ფოლკსვაგენისა და რუსთაველის ფონდების ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება,
European Master in Lexicography (EMLEX)
- Erasmus Mundus ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა, რომელიც 8 უნივერსიტეტის თანამშრომლობით ხორციელდება (ერლანგენ-ნიურნბერგის ფრიდრიხ-ალექსანდერის სახელობის უნივერსიტეტი, გერმანია; ჰილდესჰაიმის უნივერსიტეტი, გერმანია; სანტიაგო-დე-კომპოსტელას უნივერსიტეტი, ესპანეთი; უნივერსიტეტი რომა ტრე, იტალია; ლოთარინგიის უნივერსიტეტი, საფრანგეთი; მინიუს უნივერსიტეტი ბრაგაში, პორტუგალია; რეფორმატული ეკლესიის კაროლი გაშპარის სახელობის უნივერსიტეტი ბუდაპეშტში, უნგრეთი).
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კონსორციუმს 2023 წლიდან შეუერთდა.