ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტი

საერთაშორისო პარტნიორი
+
საერთაშორისო სტუდენტი
0 +
საერთაშორისო პროგრამა
0
საერთაშორისო აკრედიტაცია
ABET

საერთაშორისო თანამშრომლობა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურად არის ჩართული გლობალურ სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროცესებში და ინტერნაციონალიზაციას ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად მიიჩნევს. 

ჩვენ ვქმნით მრავალფეროვან, ინკლუზიურ და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაკვლევით გარემოს, რომელიც საშუალებას აძლევს სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს შეიძინონ, შექმნან დაგააზიარონ ცოდნა გლობალური პერსპექტივების გათვალისწინებით.

ამაში გვეხმარება ჩვენი მრავალფეროვანი და მნიშვნელოვანი საერთაშორისო  პარტნიორობები მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებსა და ორგანიზაციებთან, რომლებიც მულტიდისციპლინური კვლევების, ერთობლივი პროგრამების, ინოვაციური საგანმანათლებლო და ინსტიტუციური განვითარების პროექტების, საუნივერსიტეტო და დარგობრივი თანამშრომლობებისა და აკადემიური გაცვლითი პროგრამების მეშვეობით ხორციელდება.

საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური

ილიაუნის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური, ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის ფარგლებში, ხელს უწყობს საერთაშორისო პარტნიორებთან უნივერსიტეტის თანამშრომლობის გაღრმავებას, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას და ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი ინიციატივების განვითარებას.

ჩვენი მიზანია მრავალფეროვანი, თანამედროვე და საერთაშორისო გამოცდილებით გამდიდრებული საგანმანათლებლო სივრცის შექმნა, ასევე უნივერსიტეტის როლის გაძლიერება გლობალურ აკადემიურ და სამეცნიერო სივრცეში. 

ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები

პარტნიორობის ხელშეკრულება
0 +
ERASMUS + გაცვლითი პროგრამა
0 +
მიმდინარე საერთაშორისო პროექტი
0 +
ერთობლივი/ორმაგი ხარისხის პროგრამა
0

ილიაუნი საერთაშორისო რეიტინგებში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ქვეყნის მასშტაბით საუკეთესოა ისეთ საერთაშორისო აკადემიურ რანჟირებებში, როგორებიცაა Times Higher Education World University Rankings, THE Interdisciplinary Science Rankings და U.S. News & World Report Best Global Universities.

ინტერნაციონალიზაციის სტრატეგია 2024-2030

ილიაუნის ინტერნაციონალიზაციის სტრატეგია მრავალმხრივად მოიცავს როგორც სწავლებისა და კვლევის ხარისხის ამაღლებას საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე, ისე უნივერსიტეტის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში.

საერთაშორისო ასოციაციები და ქსელები

სიახლეები

სიახლეები

დაგვიკავშირდით

საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური
მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი №45, ოთახი T107
☏ 995 322 220009 – 367
✉IRO@iliauni.edu.ge

საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური

საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ამოცანაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მისიისა და სტრატეგიით გათვალისწინებული მიზნების შესრულების მხარდაჭერა. კერძოდ, უნივერსიტეტის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით, სამსახური კოორდინირებას უწევს სწავლისა და კვლევის ინტერნაციონალიზაციის აქტივობებს და ხელს უწყობს საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცეში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის როლის გაძლიერებას. უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, სამსახურის პრიორიტეტულ მიზნებს წარმოადგენს საერთაშორისო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა, პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა გაცვლით პროექტებში მონაწილეობის გაზრდა, საერთაშორისო ქსელებში უნივერსიტეტის როლის გაძლიერება, ერთობლივი პროგრამების ხელშეწყობა და სხვ.

ინტერნაციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის საქმიანობა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის განხორციელების მონიტორინგი;
  • აკადემიური პროგრამების ინტერნაციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობა;
  • საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებთან კავშირების ჩამოყალიბება და განვითარება;
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეწყობა;
  • უნივერსიტეტის მრავალმხრივი საერთაშორისო შეხვედრებისა და ღონისძიებების კოორდინირება;
  • სტუდენტების, მკვლევრების, ადმინისტრაციული თანამშრომლებისა და პროფესორების ჩართვა საერთაშორისო მობილობის / გაცვლით პროექტებში;
  • ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის დახმარების გაწევა გაცვლითი კონკურსების პერიოდში და შემდგომ ეტაპებზე;
  • უნივერსიტეტში მულტიკულტურული საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

 


თანამშრომლები:

სალომე ბილანიშვილი – სამსახურის უფროსი

 

მაკა ლორთქიფანიძე – მთავარი სპეციალისტი

 

ეკატერინე მოსიძე – უფროსი სპეციალისტი

 

ნინო ნიჟარაძე – სპეციალისტი

 


საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის დებულება

ილიაუნი საერთაშორისო რეიტინგებში

ილიაუნის საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის განვითარება თვალსაჩინოა მისი პოზიციებით წამყვან საერთაშორისო აკადემიურ რეიტინგებში, რომლებიც გლობალური მასშტაბით აფასებენ უმაღლესი განათლებისა და კვლევის ხარისხსა და რეპუტაციას.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ქვეყნის მასშტაბით საუკეთესოა უნივერსიტეტების საერთაშორისო რეიტინგებში და განსაკუთრებით გამოირჩევა რეგიონში, როგორც დინამიკური და სწრაფად განვითარებადი უმაღლესი საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი. უნივერსიტეტის მიღწევები აღიარებულია როგორც ზოგად საუნივერსიტეტო, ისე სპეციალიზებულ საგნობრივ რეიტინგებში, სადაც ის წარმოდგენილია სხვადასხვა დისციპლინაში მსოფლიოში წამყვან უნივერსიტეტებს შორის.

Times Higher Education მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში ილიაუნი სტაბილურად იკავებს პირველ ადგილს 2023, 2024, 2025 და 2026 წლებში.

განსაკუთრებული მაჩვენებელია სამეცნიერო კვლევის ხარისხისა და საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით.

2025 წელს უნივერსიტეტმა განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია სამ დარგობრივ რეიტინგში:

  1. ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, გარდა ბიოლოგიისა (Physical Sciences) − ილიაუნი 107 ქვეყნის 1447 ინსტიტუციას შორის 601+ ადგილს იკავებს.
  2. სოციალური მეცნიერებები (Social Sciences) − ილიაუნი 100 ქვეყნის 1093 ინსტიტუციას შორის 601+ ადგილს იკავებს.
  3. სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები (Life Sciences) − ილიაუნი 98 ქვეყნის 1143 ინსტიტუციას შორის 601+ ადგილს იკავებს.

დეტალური ინფორმაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველია საქართველოს უნივერსიტეტებს შორის Times Higher Education-ის 2026 წლის ინტერდისციპლინური მეცნიერების რეიტინგში.

2026 წლის რეიტინგის ფარგლებში ინტერდიცსიპლინური და მაღალი გავლენის მქონე კვლევების განხორციელების ნიშნით შეფასდა 94 ქვეყნის 911 უნივერსიტეტი.

THE-ის ინტერდისციპლინური მეცნიერების რეიტინგი ეფუძნება 3 ძირითად კრიტერიუმს:

●      Inputs (19%) – დაფინანსება ინტერდისციპლინური კვლევებისათვის

●      Process (16%) – ინსტიტუციური მექანიზმები და ინფრასტრუქტურა ინტერდისცილპინური თანამშრომლობის წახალისებისათვის

●      Outputs (65%) – კვლევებისა მოცულობა, ინტერდისციპლინური პუბლიკაციების რაოდენობა და ხარისხი და გლობალური აკადემიური რეპუტაცია.

დეტალური ინფორმაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი U.S. News & World Report Best Global Universities  2025-2026 წლის რეიტინგში ქართულ უნივერსიტეტებს შორის პირველ ადგილს იკავებს.

ეს რეიტინგი მსოფლიოს 100-ზე მეტი  ქვეყნის 2250 საუკეთესო საგანმანათლებლო დაწესებულებას აფასებს 13 ინდიკატორის გათვალისწინებით. აღსანიშნავია, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ამავე რეიტინგის აზიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რანგირებულ სიაში 456-ე ადგილი დაიკავა, ხოლო ფიზიკის დარგობრივ რეიტინში (ამ რეიტინგში გაერთიანებულია ისეთი მიმართულებები, როგორებიცაა: ნაწილაკებისა და ბირთვული ფიზიკა, მათემატიკური ფიზიკა, კვანტური ფიზიკა და თეორიული ფიზიკა) მსოფლიოს საუკეთესო 600 უნივერისტეტს შორისაა.

დეტალური ინფორმაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიო კვლევითი დაწესებულებების რანჟირების სისტემაში (SCImago Institutions Rankings) საქართველოდან პირველ ადგილს იკავებდა 2022-2024 წლებში.

SCImago არის აკადემიური და სამეცნიერო ინსტიტუციუების რანჟრების სისტემა, რომელიც აერთიანებს ინდიკატორების სამ განსხვავებულ კომპლექტს. იგი ეფუძნება კვლევისა და  ინოვაციების შედეგების და სოციალური ზემოქმედების ინდიკატორებს, რომლებიც იზომება მათი ვებ ხილვადობით და ეფუძნება ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და უდიდეს სამეცნიერო მონაცემთა ბაზას SCOPUS.

დეტალური ინფორმაცია

ინტერნაციონალიზაციის სტრატეგია 2024-2030

ილიაუნის ინტერნაციონალიზაციის სტრატეგია მრავალმხრივად მოიცავს როგორც სწავლებისა და კვლევისხარისხის ამაღლებას საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე, ისე უნივერსიტეტის ინსტიტუციურიშესაძლებლობების გაძლიერებას გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში.

მიზანი 1: სწავლა /სწავლების პროცესის ინტერნაციონალიზაცია

ინტერნაციონალური, ინკლუზიური და მრავალფეროვანი საგანმანათლებლო გარემოს შექმნით უნივერსიტეტიუზრუნველყოფს საერთაშორისო თანამშრომლობასა და გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლისა და სწავლებისშესაძლებლობების შეთავაზებას გლობალური პერსპექტივებისა და თანამედროვე რესურსების გამოყენებით. ამ გზითუნივერსიტეტი ხელს შეუწყობს სტუდენტების მომზადებას თანამედროვეობის გამოწვევებთან გასამკლავებლად და ღიადა მულტიკულტურული საზოგადოების ჩამოყალიბებას.

მიზანი 2: კვლევის ინტერნაციონალიზაცია

კვლევის ინტერნაციონალიზაციის მხარდაჭერით ილიაუნი განიმტკიცებს რეგიონში წამყვანი კვლევითი უნივერსიტეტისპოზიციას და გლობალური კოლაბორაციების განვითარებით უზრუნველყოფს საერთაშორისო დონის მაღალი გავლენის(impact) მქონე ინტერ და მულტი დისციპლინური კვლევების განხორციელებას, აგრეთვე წარმატებული ახალგაზრდამეცნიერების აღზრდასა და ინტეგრირებას მსოფლიოს მოწინავე სამეცნიერო-კვლევით საზოგადოებაში, რითაც წვლილსშეიტანს მეცნიერების წინსვლაში როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

მიზანი 3: ინსტიტუციური გაძლიერება და საერთაშორისო აღიარება

უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ინტერნაციონალიზაციისათვის შესაბამის პირობებსა და მხარდამჭერ მექანიზმებს რისშედეგადაც მრავალფეროვანი საერთაშორისო ინიციატივების განვითარებით, სტრატეგიული თანამშრომლობებითა დამიღწევების საერთაშორისო აღიარებით პოზიციონირდება საზოგადოებრივი განვითარების აქტიურ მონაწილედ დაძლიერ დამოუკიდებელ ინსტიტუციად.

 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის სტრატეგია 2024-2030