ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტი
საერთაშორისო თანამშრომლობა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურად არის ჩართული გლობალურ სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროცესებში და ინტერნაციონალიზაციას ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად მიიჩნევს.
ჩვენ ვქმნით მრავალფეროვან, ინკლუზიურ და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაკვლევით გარემოს, რომელიც საშუალებას აძლევს სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს შეიძინონ, შექმნან დაგააზიარონ ცოდნა გლობალური პერსპექტივების გათვალისწინებით.
ამაში გვეხმარება ჩვენი მრავალფეროვანი და მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორობები მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებსა და ორგანიზაციებთან, რომლებიც მულტიდისციპლინური კვლევების, ერთობლივი პროგრამების, ინოვაციური საგანმანათლებლო და ინსტიტუციური განვითარების პროექტების, საუნივერსიტეტო და დარგობრივი თანამშრომლობებისა და აკადემიური გაცვლითი პროგრამების მეშვეობით ხორციელდება.
საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური
ილიაუნის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური, ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის ფარგლებში, ხელს უწყობს საერთაშორისო პარტნიორებთან უნივერსიტეტის თანამშრომლობის გაღრმავებას, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას და ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი ინიციატივების განვითარებას.
ჩვენი მიზანია მრავალფეროვანი, თანამედროვე და საერთაშორისო გამოცდილებით გამდიდრებული საგანმანათლებლო სივრცის შექმნა, ასევე უნივერსიტეტის როლის გაძლიერება გლობალურ აკადემიურ და სამეცნიერო სივრცეში.
ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები
ილიაუნი საერთაშორისო რეიტინგებში
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ქვეყნის მასშტაბით საუკეთესოა ისეთ საერთაშორისო აკადემიურ რანჟირებებში, როგორებიცაა Times Higher Education World University Rankings, THE Interdisciplinary Science Rankings და U.S. News & World Report Best Global Universities.
საერთაშორისო პროექტები
საერთაშორისო კვლევები
საერთაშორისო სტუდენტები
ერთობლივი და ორმაგი ხარისხის პროგრამები
საერთაშორისო სადოქტორო სკოლა
ინტერნაციონალიზაციის სტრატეგია 2024-2030
ილიაუნის ინტერნაციონალიზაციის სტრატეგია მრავალმხრივად მოიცავს როგორც სწავლებისა და კვლევის ხარისხის ამაღლებას საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე, ისე უნივერსიტეტის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში.
საერთაშორისო საზაფხულო სკოლები
BLACK SEA AND CAUCASUS: DIVERSITY, CONFLICTS, AND NETWORKS
June 29 to July 26, 2026
NARRATIVES AS RESEARCH AND COMMUNICATION TOOLS:
AN APPLICATION TO ACADEMIA
June 22 to June 26, 2026
EXPLORING (UN)JUST GREEN TRANSFORMATIONS IN POST-SOCIALIST CONTEXTS (POSTGREEN)
სიახლეები
სიახლეები
დაგვიკავშირდით
საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური
მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი №45, ოთახი T107
☏ 995 322 220009 – 367IRO@iliauni.edu.ge


