ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტი

ERASMUS+ საერთაშორისო გაცვლითი პროგრამა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მეშვეობით, 2015 წლიდან წარმატებით ახორციელებს ევროკომისიის მიერ სრულად დაფინანსებულ Erasmus+ საერთაშორისო გაცვლით პროგრამას (KA171 International Credit Mobility), რომელიც სტუდენტებსა და პერსონალს სთავაზობს ინდივიდუალური მობილობის შესაძლებლობებს პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში. 

გაცვლითი სტუდენტი
0 +
პერსონალის მობილობა
0 +
პარტნიორი უნივერსიტეტი
0 +
ქვეყანა
0

ERASMUS+ პარტნიორი უნივერსიტეტები

Erasmus+ ილიაუნის სტუდენტებისთვის

ილიაუნის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურზე. მობილობა მოიცავს 1 ან 2 სემესტრს და უზრუნველყოფს აკადემიური კრედიტების დაგროვებას (credit mobility).

Erasmus+ ილიაუნის პერსონალისთვის

უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს შესაძლებლობა აქვთ განახორციელონ მოკლევადიან ვიზიტები პარტნიორ უნივერსიტეტებში სწავლების მიზნით (Teaching Mobility) ან პროფესიული განვითარებისა და ტრენინგის მიზნით (Training Mobility).

ERASMUS+ დაფინანსება

სტიპენდიის ოდენობა Erasmus+ გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტებისა და პერსონალისთვის წინასწარ არის განსაზღვრული ევროკომისიის მიერ მიმღები ქვეყნის შესაბამისად.

მიმღები ქვეყანა

ყოველთვიური სტიპენდია სტუდენტებისთვის

დღიური სტიპენდია პერსონალისთვი

ავსტრია, ბელგია, დანია, ფინეთი, გერმანია, საფრანგეთი, ისლანდია, ირლანდია, ლუქსემბურგი, იტალია, ლიხტენშტეინი, შვედეთი, ნიდერლანდები, ნორვეგია

900 ევრო

190 ევრო

ჩეხეთი, ესტონეთი, საბერძნეთი, ესპანეთი, კვიპროსი, მალტა, ლატვია, სლოვაკეთი, სლოვენია, პორტუგალია

850 ევრო

170 ევრო

ბულგარეთი, ხორვატია, ლიეტუვა, უნგრეთი, პოლონეთი, რუმინეთი, სერბეთი, მაკედონია, თურქეთი

800 ევრო

148 ევრო

მგზავრობის ხარჯის ანაზღაურება ხდება მშობლიურ და მასპინძელ ქალაქებს შორის არსებული მანძილის შესაბამისად. მანძილის გამოსათვლელად იხელმძღვანელეთ: Travel Distance Calculator

დისტანცია

Green Travel

Non-Green Travel

10-დან 99 კმ-მდე:

56 EUR 

28 EUR

100-დან 499 კმ-მდე:

285 EUR 

211 EUR

500-დან 1999 კმ-მდე:

417 EUR

309 EUR

2000-დან 2999 კმ-მდე:

535 EUR

395 EUR

3000-დან 3999 კმ-მდე:

785 EUR 

580 EUR

4000-დან 7999 კმ-მდე:

1188 EUR 

1188 EUR

8000 კმ. ან მეტი:

1735 EUR

1735 EUR

ერთხელ ერასმუსი, ყოველთვის ერასმუსი

დაგვიკავშირდით

საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური
მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი №45, ოთახი T107
☏ 995 322 220009 – 367
✉erasmusplus@iliauni.edu.ge