გსურს საერთაშორისო აკადემიური გამოცდილების მიღება?

Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუძლიათ 1 სემესტრის განმავლობაში ისწავლონ პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში, ისარგებლონ ევროკომისიის მიერ გამოყოფილი დაფინანსებით მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯების დასაფარად, განივითარონ ინტერკულტურული და პროფესიული უნარები და მიიღონ დაუვიწყარი აკადემიური და ცხოვრებისეული გამოცდილება. პროგრამის ფარგლებში მობილობა ხორციელდება საზღვარგარეთ გატარებული სასწავლო პერიოდის აკადემიური აღიარების და კრედიტების დაგროვების (credit mobility) მიზნით.

მიმდინარე კონკურსები+-
კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები+-
ელექტრონული განაცხადი+-
ელექტრონულ სააპლიკაციო ფორმაში წარმოსადგენი დოკუმენტები+-
წესები და პროცედურები სტუდენტებისთვის+-
კონკურსის შედეგები+-
ხშირად დასმული კითხვები გამგზავრებამდე+-
ხშირად დასმული კითხვები მობილობის დროს+-
ხშირად დასმული კითხვები მობილობის შემდეგ+-

როდის და როგორ შეუძლია დაინტერესებულ კანდიდატს კონკურსში მონაწილეობის მიღება? 

Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში კონკურსი აკადემიური წლის განმავლობაში ორჯერ ცხადდება: 

  • შემოდგომის სემესტრის დასაწყისში

მობილობა განხორციელდება მომდევნო გაზაფხულის სემესტრში

  • გაზაფხულის სემესტრის დასაწყისში

მობილობა განხორციელდება მომდევნო შემოდგომის სემესტრში

კონკურსის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება არგუსის, ელფოსტისა და ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით. საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური კონკურსის პერიოდში ყოველკვირეულად მართავს საინფორმაციო შეხვედრებს.

გარდა ილიაუნის მიერ ადმინისტრირებული კონკურსისა, პერიოდულად ასევე გამოცხადდება კონკურსები, რომლებიც პარტნიორი უნივერისტეტების მიერ არის ორგანიზებული, რის შესახებაც ინფორმაცია იგივე საშუალებებით გავრცელდება.

დასრულებული კონკურსები

ERASMUS + BIP “ECOSYSTEMIC AWARENESS LAB: CITIES FOR ALL LIFE” – კონკურსი არქიტექტურის, ბიოლოგიისა და ეკოლოგიის პროგრამის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისათვის ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტში მოკლევადიანი მობილობისთვის
კონკურსი სამართლის სკოლის სტუდენტებისათვის რენის უნივერსიტეტში მობილობისთვის 2026-2027 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრში
კონკურსი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის ვალიადოლიდის უნივერსიტეტში სწავლისთვის 2026-2027 აკადემიურ წელს
კონკურსი მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის ვალიადოლიდის უნივერსიტეტში კვლევითი სტაჟირებისთვის 2026-2027 აკადემიურ წელს
კონკურსი ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის PEERS კონსორციუმის უნივერსიტეტებში სწავლისთვის 2027 წელს
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ადმინისტრირებული კონკურსი 2026/27 წლის შემოდგომის სემესტრისათვის
კონკურსი საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისათვის კომენიუსის უნივერსიტეტში ბრატისლავაში მობილობისთვის