ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტი
ERASMUS+ საერთაშორისო გაცვლითი პროგრამა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მეშვეობით, 2015 წლიდან წარმატებით ახორციელებს ევროკომისიის მიერ სრულად დაფინანსებულ Erasmus+ საერთაშორისო გაცვლით პროგრამას (KA171 International Credit Mobility), რომელიც სტუდენტებსა და პერსონალს სთავაზობს ინდივიდუალური მობილობის შესაძლებლობებს პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში.
ERASMUS+ პარტნიორი უნივერსიტეტები
Erasmus+ ილიაუნის სტუდენტებისთვის
ილიაუნის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურზე. მობილობა მოიცავს 1 ან 2 სემესტრს და უზრუნველყოფს აკადემიური კრედიტების დაგროვებას (credit mobility).
Erasmus+ ილიაუნის პერსონალისთვის
უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს შესაძლებლობა აქვთ განახორციელონ მოკლევადიან ვიზიტები პარტნიორ უნივერსიტეტებში სწავლების მიზნით (Teaching Mobility) ან პროფესიული განვითარებისა და ტრენინგის მიზნით (Training Mobility).
ERASMUS+ დაფინანსება
სტიპენდიის ოდენობა Erasmus+ გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტებისა და პერსონალისთვის წინასწარ არის განსაზღვრული ევროკომისიის მიერ მიმღები ქვეყნის შესაბამისად.
მიმღები ქვეყანა | ყოველთვიური სტიპენდია სტუდენტებისთვის | დღიური სტიპენდია პერსონალისთვის |
ავსტრია, ბელგია, დანია, ფინეთი, გერმანია, საფრანგეთი, ისლანდია, ირლანდია, ლუქსემბურგი, იტალია, ლიხტენშტეინი, შვედეთი, ნიდერლანდები, ნორვეგია | 900 ევრო | 190 ევრო |
ჩეხეთი, ესტონეთი, საბერძნეთი, ესპანეთი, კვიპროსი, მალტა, ლატვია, სლოვაკეთი, სლოვენია, პორტუგალია | 850 ევრო | 170 ევრო |
ბულგარეთი, ხორვატია, ლიეტუვა, უნგრეთი, პოლონეთი, რუმინეთი, სერბეთი, მაკედონია, თურქეთი | 800 ევრო | 148 ევრო |
მგზავრობის ხარჯის ანაზღაურება ხდება მშობლიურ და მასპინძელ ქალაქებს შორის არსებული მანძილის შესაბამისად. მანძილის გამოსათვლელად იხელმძღვანელეთ: Travel Distance Calculator
დისტანცია | Green Travel | Non-Green Travel |
10-დან 99 კმ-მდე: | 56 EUR | 28 EUR |
100-დან 499 კმ-მდე: | 285 EUR | 211 EUR |
500-დან 1999 კმ-მდე: | 417 EUR | 309 EUR |
2000-დან 2999 კმ-მდე: | 535 EUR | 395 EUR |
3000-დან 3999 კმ-მდე: | 785 EUR | 580 EUR |
4000-დან 7999 კმ-მდე: | 1188 EUR | 1188 EUR |
8000 კმ. ან მეტი: | 1735 EUR | 1735 EUR |
ერთხელ ერასმუსი, ყოველთვის ერასმუსი
დაგვიკავშირდით
საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური
მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი №45, ოთახი T107
☏ 995 322 220009 – 367erasmusplus@iliauni.edu.ge



















