საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ERASMUS+

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ახორციელებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამებს ,,Erasmus+“-ის პირველი აქტივობის ფარგლებში, რაც გულისხმობს ინდივიდუალურ მობილობებს პარტნიორ უნივერსიტეტებში.

Erasmus+ მობილობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება:

სტუდენტთა მობილობა  ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტთა გაცვლა 1 ან 2 სემესტრით კრედიტების დაგროვებით (credit mobility). უცხოეთში გატარებული სასწავლო პერიოდი უნდა შეესაბამებოდეს სტუდენტის სასწავლო პროგრამას გამგზავნ უნივერსიტეტში.

პერსონალის მობილობა

  • სწავლების მიზნით: ამ აქტივობის ფარგლებში უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს საშუალება ეძლევა ასწავლოს პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
  • ტრენინგის მიზნით: აღნიშნული აქტივობის მიზანია უნივერსიტეტის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა პარტნიორ უნივერსიტეტში ტრენინგის (კონფერენციების გარდა) ან სამუშაოზე დაკვირვების (job shadowing) შესაძლებლობების შექმნით.

2023-24 სასწავლო წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ორმხრივ გაცვლებს განახორციელებს შემდეგ ევროპულ უნივერსიტეტებთან:

Erasmus+ სტიპენდია

ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა სტუდენტებისთვის განსაზღვრულია მიმღები ქვეყნის შესაბამისად:

დანია, ფინეთი, ისლანდია, ირლანდია, ლუქსემბურგი, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი, ლიხტენშტეინი, ნორვეგია900 ევრო
ავსტრია, ბელგია, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი, ესპანეთი, კვიპროსი, ნიდერლანდები, მალტა, პორტუგალია850 ევრო
ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, უნგრეთი, პოლონეთი, რუმინეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, მაკედონია, თურქეთი800 ევრო

მობილობის მონაწილე პერსონალისთვის ყოველდღიური გრანტის ოდენობა განსაზღვრულია მიმღები ქვეყნის შესაბამისად:

ნორვეგია, დანია, ლუქსემბურგი, დიდი ბრიტანეთი, ისლანდია, შვედეთი, ირლანდია, ფინეთი, ლიხტენშტეინი180 ევრო
ავსტრია, ბელგია, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი, ესპანეთი, კვიპროსი, ნიდერლანდები, მალტა, პორტუგალია160 ევრო
ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, უნგრეთი, პოლონეთი, რუმინეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, მაკედონია, თურქეთი140 ევრო

მგზავრობის ხარჯი ანაზღაურება ხდება მშობლიურ და მასპინძელ ქალაქებს შორის არსებული მანძილის შესაბამისად.

მანძილის გამოსათვლელად იხელმძღვანელეთ: Travel Distance Calculator

Travel distancesTop-up amounts
Between 10 and 99 KM:20 EUR per participant
Between 100 and 499 KM:180 EUR per participant
Between 500 and 1999 KM:275 EUR per participant
Between 2000 and 2999 KM:360 EUR per participant
Between 3000 and 3999 KM:530 EUR per participant
Between 4000 and 7999 KM:820 EUR per participant
8000 KM or more:1300 EUR per participant

დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების, შემოთავაზებული მობილობის ტიპებისა და ვადების შესახებ პერიოდულად გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე და გავრცელდება ილიაუნის ელექტრონული ფოსტისა და არგუსის საშუალებით.

საკონტაქტო ინფორმაცია

ელფოსტა: erasmusplus@iliauni.edu.ge