გსურს საერთაშორისო აკადემიური გამოცდილების მიღება?

Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუძლიათ 1 სემესტრის განმავლობაში ისწავლონ პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში, ისარგებლონ ევროკომისიის მიერ გამოყოფილი დაფინანსებით მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯების დასაფარად, განივითარონ ინტერკულტურული და პროფესიული უნარები და მიიღონ დაუვიწყარი აკადემიური და ცხოვრებისეული გამოცდილება. პროგრამის ფარგლებში მობილობა ხორციელდება საზღვარგარეთ გატარებული სასწავლო პერიოდის აკადემიური აღიარების და კრედიტების დაგროვების (credit mobility) მიზნით.

მიმდინარე კონკურსები+-
კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები+-
ელექტრონული განაცხადი+-
ელექტრონულ სააპლიკაციო ფორმაში წარმოსადგენი დოკუმენტები+-
წესები და პროცედურები სტუდენტებისთვის+-
კონკურსის შედეგები+-
ხშირად დასმული კითხვები გამგზავრებამდე+-
ხშირად დასმული კითხვები მობილობის დროს+-
ხშირად დასმული კითხვები მობილობის შემდეგ+-

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ადმინისტრირებული კონკურსი 2026/27 წლის შემოდგომის სემესტრისათვის

ელექტრონული განაცხადის ფორმა ძირითადი კონკურსისთვის

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა: 16 თებერვალი 2026, 18:00 საათი

ექსპერტისთვის სასწავლო ხელშეკრულების გაგზავნის ბოლო ვადა: 4 თებერვალი 2026, 18:00 საათი

საინფორმაციო შეხვედრების განრიგი:

28 იანვარი, 11:00 საათი (Online შეხვედრა)

შეხვედრა ჩატარდება ონლაინ შემდეგ ბმულზე: 28 იანვარი, საინფორმაციო შეხვედრა

29 იანვარი, 13:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, G106 აუდიტორია, . წერეთლის . N1

2 თებერვალი, 11 საათი (Online შეხვედრა ინგლისურ ენაზე)

შეხვედრა ჩატარდება ონლაინ შემდეგ ბმულზე: 2 თებერვალი, საინფორმაციო შეხვედრა

3 თებერვალი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, G106 აუდიტორია, . წერეთლის . N1


 

როდის და როგორ შეუძლია დაინტერესებულ კანდიდატს კონკურსში მონაწილეობის მიღება? 

Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში კონკურსი აკადემიური წლის განმავლობაში ორჯერ ცხადდება: 

  • შემოდგომის სემესტრის დასაწყისში

მობილობა განხორციელდება მომდევნო გაზაფხულის სემესტრში

  • გაზაფხულის სემესტრის დასაწყისში

მობილობა განხორციელდება მომდევნო შემოდგომის სემესტრში

კონკურსის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება არგუსის, ელფოსტისა და ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით. საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური კონკურსის პერიოდში ყოველკვირეულად მართავს საინფორმაციო შეხვედრებს.

გარდა ილიაუნის მიერ ადმინისტრირებული კონკურსისა, პერიოდულად ასევე გამოცხადდება კონკურსები, რომლებიც პარტნიორი უნივერისტეტების მიერ არის ორგანიზებული, რის შესახებაც ინფორმაცია იგივე საშუალებებით გავრცელდება.