ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 5 მაისი, 2023
გამოცხადდა კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მობილობისთვის ქვემოთ მითითებულ პარტნიორ უნივერსიტეტებში:
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
!!! აკადემიურ პერსონალს განაცხადის შემოტანა შეუძლია მაქსიმუმ 3 უნივერსიტეტისათვის.
_____________________________________________________________________________________
მნიშვნელოვანია!
განიხილება მხოლოდ სრულყოფილი განაცხადები. დაუშვებელია კონკურსისათვის საჭირო დოკუმენტების ეტაპობრივად გამოგზავნა. ასეთ შემთხვევაში, კანდიდატი ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან.
მობილობის ვადები:
პერსონალის მობილობის პერიოდის შეთანხმება უნდა მოხდეს მასპინძელ პროფესორთან/ხელმძღვანელთან პარტნიორ უნივერსიტეტში.
_____________________________________________________________________________________
განაცხადების მიღება ხდება ელექტრონულად: ონლაინ განაცხადის ფორმა
_____________________________________________________________________________________
ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები უნდა ატვირთოს ონლაინ განაცხადის ფორმაში:(ქართულენოვანი დოკუმენტები უნდა ითარგმნოს ინგლისურ ენაზე და დამოწმდეს ნოტარიულად)
√ პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი
√ EUROPASS CV (ინგლისურ ენაზე)
√ შესაბამისი უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა (მინ. მოთხოვნა B2 დონე)¹
√ ბოლოს მიღებული უმაღლესი განათლების საფეხურის დიპლომი (ინგლისურ ენაზე)
√ მშობლიური ფაკულტეტის დეკანის მიერ ხელმოწერილი მობილობის ხელშეკრულება (DOWNLOAD)
√ წინასწარი თანხმობის წერილი მიმღები უნივერსიტეტის პროფესორისგან/ფაკულტეტისგან (საკმარისია ელ-ფოსტით მიღებული თანხმობა)²
თითოეული დოკუმენტი უნდა იყოს PDF ფორმატში და მოცულობით არ უნდა აღემატებოდეს 10 MB. ყველა დოკუმენტი უნდა იყოს დასათაურებული ინგლისურად, ისე როგორც მითითებულია სააპლიკაციო ფორმაში.
_____________________________________________________________________________________
COVID-19-თან დაკავშირებული გარემოებების გავლენა პერსონალის მობილობაზე!
===============================
დამატებითი შეკითხვებით მიმართეთ:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს
ელ-ფოსტა: erasmusplus@iliauni.edu.ge
ტელ.: (995 322) 220009 – 367 (ext)
¹საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი, შესაბამისი უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი ცნობა უნივერსიტეტიდან, ან დიპლომი, რომელიც ადასტურებს, რომ აპლიკანტს დამთავრებული აქვს შესაბამისი უცხოენოვანი პროგრამა, უცხოენოვან კონფერენციებში ან ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი საბუთი, უცხო ენაზე გამოქვეყნებული პუბლიკაცია, და ა.შ.
²აღნიშნული მოთხოვნა არ შეეხება იმ აპლიკანტებს, რომელთა მიერ შერჩეული მასპინძელი უნივერსიტეტი კონკურსის პერიოდში არ ითხოვს თანხმობის წერილის მოპოვებას.
[wpai_display_imported_files_here]