საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიმდინარე კონკურსები ადმინისტრაციული პერსონალისთვის

მიმდინარე კონკურსები ადმინისტრაციული პერსონალისთვის

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 ივნისი, 2022

გამოცხადდა კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალის მობილობისთვის ქვემოთ მითითებულ ევროპულ უნივერსიტეტებში:

_____________________________________________________________________________________

  • ზოგადი ინფორმაცია Erasmus+ პროგრამის შესახებ იხილეთ ვებ-გვერდზე;
  • პერსონალის გაცვლითი პროგრამის ადმინისტრირების წესებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე.

_____________________________________________________________________________________

კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • ადმინისტრაციული პერსონალი კონკურსის მიმდინარეობისა და მობილობის განხორციელებისას უნდა იყოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შტატიანი ან ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომელი;
  • უნდა წარმოადგინოს წინასწარი თანხმობის ან მოწვევის წერილი რელევანტური დეპარტამენტის/სამსახურის წარმომადგენლისგან, რომელიც გაუწევს უშუალო მასპინძლობას მობილობის პერიოდში (გაითვალისწინეთ, რომ საერთაშორისო ოფისიდან/ერაზმუსის კოორდინატორისგან მიღებული თანხმობის წერილი არ განიხილება). აღნიშნული მოთხოვნა არ შეეხება იმ აპლიკანტებს, რომელთა მიერ შერჩეული მასპინძელი უნივერსიტეტი კონკურსის პერიოდში არ ითხოვს თანხმობის წერილის მოპოვებას;
  • იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატს უკვე აქვს მონაწილეობა მიღებული ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლით პროგრამაში, იგივე შინაარსის (იგულისხმება ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა) ახალი განაცხადის შემოტანის მომენტისთვის ბოლოს განხორციელებული ან დაგეგმილი მობილობიდან გასული უნდა იყოს 6 თვე.

_____________________________________________________________________________________

მნიშვნელოვანია!

განიხილება მხოლოდ სრულყოფილი განაცხადები. დაუშვებელია კონკურსისათვის საჭირო დოკუმენტების ეტაპობრივად გამოგზავნა. ასეთ შემთხვევაში, კანდიდატი ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან.

ადმინისტრაციულ პერსონალს განაცხადის შემოტანა შეუძლია მაქსიმუმ 3 უნივერსიტეტისათვის. ადმინისტრაციული პერსონალის შემთხვევაში, ნომინირება შესაძლებელია მხოლოდ ერთ უნივერსიტეტში.

გასაუბრებაში მიღებული შეფასების საფუძველზე, კანდიდატების მასპინძელ უნივერსიტეტში ნომინირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გასაუბრების კომისია. მასპინძელ უნივერსიტეტში იგზავნება გასაუბრების შედეგად შერჩეული აპლიკანტების განაცხადები დოკუმენტებთან ერთად საბოლოო შერჩევისათვის.

მობილობის ვადები:

მობილობის განხორციელება შესაძლებელია 2023 წლის 31 ივლისამდე; პერსონალის მობილობის პერიოდის შეთანხმება, ნომინირების შემთხვევაში, უნდა მოხდეს მასპინძელ უნივერსიტეტში მომწვევ დეპარტამენტთან.

_____________________________________________________________________________________

განაცხადების მიღება ხდება ელექტრონულად: ონლაინ განაცხადის ფორმა

_____________________________________________________________________________________

ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები უნდა ატვირთოს ონლაინ განაცხადის ფორმაში:

(ქართულენოვანი დოკუმენტები უნდა ითარგმნოს ინგლისურ ენაზე და დამოწმდეს ნოტარიულად)

√ პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი

√ EUROPASS CV (ინგლისურ ენაზე)

√ შესაბამისი უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა (მინ. მოთხოვნა B2 დონე¹

√ ბოლოს მიღებული უმაღლესი განათლების საფეხურის დიპლომი (ინგლისურ ენაზე)

√ ცნობა სამუშაო ადგილიდან (ინგლისურ ენაზე)

√ მშობლიურ უნივერსიტეტში უშუალო ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი მობილობის ხელშეკრულება (DOWNLOAD)

√ წინასწარი თანხმობის წერილი მიმღები უნივერსიტეტის რელევანტური დეპარტამენტის/სამსახურის წარმომადგენლისგან (საკმარისია ელ-ფოსტით მიღებული თანხმობა)

თითოეული დოკუმენტი უნდა იყოს PDF ფორმატში და მოცულობით არ უნდა აღემატებოდეს 10 MB. ყველა დოკუმენტი უნდა იყოს დასათაურებული ინგლისურად, ისე როგორც მითითებულია სააპლიკაციო ფორმაში.

===============================

დამატებითი შეკითხვებით მიმართეთ:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს
ელ-ფოსტა: erasmusplus@iliauni.edu.ge
ტელ.: (995 322) 220009 – 367 (ext)


¹საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი, შესაბამისი უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი ცნობა უნივერსიტეტიდან, ან დიპლომი, რომელიც ადასტურებს, რომ აპლიკანტს დამთავრებული აქვს შესაბამისი უცხოენოვანი პროგრამა.

[wpai_display_imported_files_here]