Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ილიაუნის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ მოკლევადიანი მობილობით:

  • სწავლების მიზნით: ამ აქტივობის ფარგლებში უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს საშუალება ეძლევა ასწავლოს პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
  • ტრენინგის მიზნით: აღნიშნული აქტივობის მიზანია უნივერსიტეტის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა პარტნიორ უნივერსიტეტში ტრენინგის (კონფერენციების გარდა) ან სამუშაოზე დაკვირვების (job shadowing) შესაძლებლობების შექმნით.

 

Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში კონკურსი აკადემიური წლის განმავლობაში, როგორც წესი, ორჯერ ცხადდება და შერჩეული კანდიდატები მობილობას მომდევნო სემესტრის განმავლობაში განახორციელებენ. 

კონკურსის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება არგუსის, ელფოსტისა და ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით. საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური კონკურსის პერიოდში ყოველკვირეულად მართავს საინფორმაციო შეხვედრებს.

გარდა ილიაუნის მიერ ადმინისტრირებული კონკურსისა, პერიოდულად ასევე გამოცხადდება კონკურსები, რომლებიც პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ არის ორგანიზებული, რის შესახებაც ინფორმაცია იგივე საშუალებებით გავრცელდება.

კონკურსი აკადემიური პერსონალისთვის+-
კონკურსი ადმინისტრაციული პერსონალისთვის+-
ელექტრონული განაცხადი და დოკუმენტები+-
წესები და პროცედურები პერსონალისთვის+-
კონკურსის შედეგები+-
ხშირად დასმული კითხვები+-

კონკურსში მონაწილეობისთვის რა სავალდებულო წინაპირობების დაკმაყოფილებაა აუცილებელი?

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი კონკურსის მიმდინარეობისა და მობილობის განხორციელებისას უნდა იყოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შტატიანი ან ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომელი.
  • კონკურსის მონაწილემ უნდა წარმოადგინოს წინასწარი თანხმობის ან მოწვევის წერილი რელევანტური პროფესორისაგან ან/და ფაკულტეტის წარმომადგენლისგან, რომელიც გაუწევს უშუალო მასპინძლობას მობილობის პერიოდში. აღნიშნული მოთხოვნა არ შეეხება იმ აპლიკანტებს, რომელთა მიერ შერჩეული მასპინძელი უნივერსიტეტი კონკურსის პერიოდში არ ითხოვს თანხმობის წერილის მოპოვებას (იხ. ქვემოთ).
  • კონკურსის მონაწილე ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი (იხ. დოკუმენტების ჩამონათვალი).

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ადმინისტრირებული ძირითადი კონკურსი

აკადემიური პერსონალისთვის

2025/26 წლის გაზაფხულის სემესტრისათვის შემოთავაზებული უნივერსიტეტები

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა: 28 ნოემბერი, 2025

ელექტრონული განაცხადის ფორმა აკადემიური პერსონალისთვის